ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

შემთხვევა ზოოპარკში: დამლაგებელმა ქალმა თეთრი დათვი ცოცხით მოიგერია

ბრიტანულმა ტაბლოიდმა Daily Mail-მა პუბლიკაცია მიუძღვნა ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, როგორ მოიგერია მოსკოვის ზოოპარკის დამლაგებელმა ვოლიერში შესული თეთრი დათვი
Sputnik

ბრიტანულმა ტაბლოიდმა Daily Mail-მა პუბლიკაცია მიუძღვნა ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, როგორ მოიგერია მოსკოვის ზოოპარკის დამლაგებელმა ვოლიერში შესული თეთრი დათვი.

კადრებში ჩანს, როგორ შედის უზარმაზარი ცხოველი ვოლიერში მაშინ, როდესაც დამლაგებელი იქაურობას ასუფთავებს. ქალმა თავდაცვის მიზნით ცოცხი და აქანდაზი მოიმარჯვა და დათვს მიახლოების საშუალება არ მისცა. მერე კი ნელ-ნელა, პანიკის გარეშე, უკუსვლით დატოვა ვოლიერი.