მსოფლიო ბანკმა სამხრეთ კავკასიაში ახალი დირექტორი დანიშნა

დირექტორის რანგში მოლინეუსი სამ ქვეყანაში — საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გაუწევს კურირებას ბანკის პროგრამებს. ამასთანავე უხელმძღვანელებს ბანკის პარტნიორობის სტრატეგიის შემუშავებასა და რეალიზაციას.
Sputnik

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორად დღეს სებასტიან მოლინეუსი დაინიშნა, ნათქვამია მსოფლიო ბანკის პრეს-რელიზში

მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სფეროზე 90 მილიონ ევროს გამოუყოფს

დირექტორის რანგში მოლინეუსი სამ ქვეყანაში — საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გაუწევს კურირებას ბანკის პროგრამებს. ამასთანავე უხელმძღვანელებს ბანკის პარტნიორობის სტრატეგიის შემუშავებასა და რეალიზაციას.

სებასტიან მოლინეუსის ოფისი თბილისში იქნება, სადაც მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული განყოფილება მდებარეობს.

მოლინეუსი, რომელიც დირექტორის თანამდებობაზე კონკურსის შედეგად შეირჩა, მერსი ტემბონს შეცვლის, რომელიც მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორის პოსტს 2015 წლიდან იკავებდა.

საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა. მას შემდეგ ბანკმა ქვეყანას საერთო ჯამში 2,7 მლრდ დოლარი გამოუყო შეღავათიანი კრედიტებისა და 69 პროექტის დაფინანსებისთვის საჭირო სესხის სახით. მიმდინარე პორტფელი 789 მლნ დოლარის ღირებულების 12 აქტიური საინვესტიციო პროექტისა და ოპერაციებისგან შედგება.