შემთხვევა მარნეულში: დედის მიერ ნაცემი ბავშვი მაკრატლით დაიჭრა

ბავშვი კატასტროფის მედიცინის რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. მარნეულის რაიონის სოფელ ნორგიულში მცირეწლოვანმა ბავშვმა მაკრატლით დაზიანებები მიიღო, იუწყება ქართული მასმედია.

მაგდა პაპიძე: მე სასამართლოზე ღმერთი დავიფიცე და ტყუილი ვთქვი

შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბიჭი დედამ სცემა, რა დროსაც ბავშვი წაიქცა და მაკრატლით, რომელიც, სავარაუდოდ, ხელში ეჭირა, ჭრილობა მიიღო.

დაშავებულ ბავშვს შემავალი ჭრილობა მკერდის არეში აღენიშნება. ბავშვი კატასტროფის მედიცინის რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.