ერთიანი ეროვნული გამოცდები: ბატიაშვილი აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს

ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, 23 საგამოცდო ცენტრში ტარდება.
Sputnik

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, რომელშიც დაახლოებით 41 ათასი აბიტურიენტი მონაწილეობს.

დღეს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

აბიტურიენტებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მიმართა და წარმატებები უსურვა.

„დღეს თქვენ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პერიოდი დაიწყო. მჯერა, რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ მომავალში, თითოეული თქვენგანი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს საზოგადოებაში, რადგან კარგად გესმით – ცოდნა და შემოქმედება, ყოველდღიური შრომა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა არის წინაპირობა თქვენი პირადი კეთილდღეობისა თუ ქვეყნის განვითარებისთვის", – ნათქვამია მიხეილ ბატიაშვილის მიმართვაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, 23 საგამოცდო ცენტრში ტარდება. აპლიკანტთა დიდი რაოდენობის გამო დამატებით ორი ცენტრი გაიხსნა ხულოსა და ბათუმში.

ერთიანი ეროვნულ გამოცდების განრიგი

1-2 ივლისიქართული ენა და ლიტერატურა
1 ივლისიაფხაზური ენა, ოსური ენა
 3-4 ივლისიზოგადი უნარები
5 ივლისიმათემატიკა
8-9 ივლისიინგლისური ენა
8 ივლისირუსული, გერმანული, ფრანგული ენები
10 ივლისიქიმია
11 ივლისიბიოლოგია
12 ივლისისახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
15 ივლისიისტორია
 16 ივლისიგეოგრაფია
19 ივლისი სამოქალაქო განათლება
22 ივლისილიტერატურა
23 ივლისიფიზიკა

წელს აბიტურიენტებს კვლავ ოთხი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. აქედან სამი სავალდებულოა – ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხო ენა, და ერთი საგანი არჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.

საგამოცდო სექტორები გაგრილების სისტემითაა აღჭურვილი. ცენტრებთან გამოცდების პერიოდში მუდმივად იქნება მობილიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამაშველო სამსახურის ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.

17–24 ივლისს გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება.