გარკვეული პერიოდის წინ "იუთუბზე" გამოჩნდა ვიდეორგოლი, რომელიც არხმა Geography Now-მ ატვირთა და რომელიც იუზერებს საქართველოს აცნობს.
წამყვანი ამბობს:
- რომ ეს კავკასიის უცნობი და საინტერესო ქვეყანაა, რომლის მცხოვრებლებსაც ძალიან უჭირთ უცხოელებისთვის იმის ახსნა, ვინ არიან და საიდან არიან ისინი;
- რომ ეს მთიანი ქვეყანაა ბევრი უძველესი ქვის ნაგებობითა და კოშკებით;
- რომ საქართველოში მდებარეობს ევროპის ყველაზე მაღალი მთა;
- რომ ქვეყანაში ამოდის ბევრი მინერალური წყარო;
- რომ ქართველებს აქვთ მეღვინეობის უძველესი ტრადიცია;
- რომ ქართული არცერთ ენას არ ჰგავს;
- რომ ქართველებს ქალი მეფეც ჰყავდათ და, მიუხედავად უამრავი ბრძოლისა, საქართველომ მაინც შეინარჩუნა იდენტობა;
- რომ ქართველებმა პირველებმა მიიღეს ქრისტიანობა;
- რომ ქართულ პოლიფონიას იუნესკომ არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭა;
- რომ ქართული ცეკვა არის სწრაფი, რთული და დინამიური;
- რომ კონსტანტინე ჯანაშია არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კაცი;
- რომ სტუმართმოყვარეობა არის ამ ქვეყნის უძველესი ტრადიცია და ქართველისთვის "სტუმარი ღვთისაა";
- რომ საქართველოს სიმბოლო მგელი უნდა იყოს…
მეტი ინფორმირებულობისთვის არხს ანსამბლ „რუსთავის“ ცეცხლოვანი შესრულებით ქართული ცეკვის ვიდეორგოლიც შეუთავაზებია მაყურებლისთვის…
მოკლედ, იხილეთ ვიდეორგოლი და ნახეთ, როგორ აცნობენ უცხოელები ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს.