საქართველოს პარლამენტის წინ შიმშილობას ოთხი ადამიანი აგრძელებს

კვირას პარლამენტის წინ რამდენიმე ასეული შეიკრიბა, ძირითადად, ახალგაზრდები
Sputnik

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ შიმშილობას საპროტესტო აქციის ოთხი მონაწილე აგრძელებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

რუსთაველის გამზირზე მიტინგები მე-11 დღეა გრძელდება, შეკრებილები შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ - მას პოლიციის მიერ ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ.

საქართველოს პარლამენტის წინ შიმშილობას ოთხი ადამიანი აგრძელებს

ერთ-ერთი მოშიმშილე რვა დღეა არ იღებს საკვებს, დანარჩენები მას მოგვიანებით შეუერთდნენ. დღეს რუსთაველის გამზირიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს შიმშილობის მეხუთე მონაწილე - მას დიაბეტი აღმოაჩნდა და მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მანამდე კი ექიმების დაჟინებული თხოვნით შიმშილობა შეაწყვეტინეს ორ გოგონას, ისინი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს და აქციას შეუერთდნენ.

საქართველოს პარლამენტის წინ შიმშილობას ოთხი ადამიანი აგრძელებს

მოშიმშილეების კარვებთან მცირე ინციდენტი მოხდა - აქციიდან გაიყვანეს ქალი, რომელიც ახალგაზრდებს ყველის ნაჭრებს სთავაზობდა, ის პროვოკაციაში დაადანაშაულეს.

დღეს აქციაზე მუშაობდა „თავისუფალი მიკროფონი“ - ყველა მსურველისთვის. გამომსვლელების სიტყვას ცვლიდა სიმღერები - აქციას ბევრი მუსიკოსი ესწრებოდა.

საქართველოს პარლამენტის წინ შიმშილობას ოთხი ადამიანი აგრძელებს

მომიტინგეებს შეუერთდა მომღერალი ნინო ქათამაძე, რომელმაც გიორგი გახარიას გადადგომას მხარი დაუჭირა. აქციაზე მისვლამდე სოციალურ ქსელში მან დაწერა, რომ რუსეთში სიმღერას აღარასოდეს აპირებს.

დღის ბოლო კი საკმაოდ გულისამაჩუყებელი აღმოჩნდა - აქციის მონაწილე ბიჭმა თავის შეყვარებულს ხელი სთხოვა და სიყვარულზე სიმღერა მიუძღვნა.

საქართველოს პარლამენტის წინ შიმშილობას ოთხი ადამიანი აგრძელებს

საპროტესტო აქცია თბილისში 20 ივნისიდან მიმდინარეობს. საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირზე თავდაპირველად დაიწყო რუსეთის სათათბიროს დეპუტატ, კომპარტიის წევრ სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტის და პარლამენტში მისი გამოსვლის საპასუხოდ. 21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობასა ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ  აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.

ნინო ქათამაძე: ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში

აქციები რუსულ-ქართული ურთიერთობების მკვეთრი გამწვავების ფონზე მიმდინარეობს. ანტირუსული ლოზუნგების და საქართველოს პირველ პირთა მკვეთრი განცხადებების საპასუხოდ, მოსკოვმა საქართველოსთან 8 ივლისიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, ხოლო ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით საგზურების გაყიდვა შეაჩერეს. ბოლო დრომდე საქართველოში ტურისტების რაოდენობით რუსეთი ლიდერობდა.