პროტესტის მეათე დღე დასრულდა: მოთხოვნა არ იცვლება

მთავარი მოთხოვნის შეუსრულებლობის მიუხედავად, მომიტინგეები იმედს არ კარგავენ - ხვალ საღამოს ისინი პარლამენტთან კვლავ შეიკრიბებიან
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. თბილისში პროტესტის მეათე დღე დასრულდა - მომიტინგეები მოთხოვნების შეცვლას არ აპირებენ.

პროტესტის მეათე დღე დასრულდა: მოთხოვნა არ იცვლება

მომიტინგეთა მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა შეუსრულებელია - შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პოსტზე რჩება. თუმცა მომიტინგეები იმედს არ კარგავენ, ხვალ საღამოს ისინი პარლამენტთან კვლავ შეიკრიბებიან.

პროტესტის მეათე დღე დასრულდა: მოთხოვნა არ იცვლება

დღეს საპროტესტო აქცია დაიწყო „თავისუფლების მარშით“, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და პარლამენტთან მიტინგში გადაიზარდა. 

პროტესტის მეათე დღე დასრულდა: მოთხოვნა არ იცვლება

დაღამებისთანავე პარლამენტთან აქცია ტრადიციულად კვლავ ახალგაზრდული გახდა - ოპოზიციური პარტიების პარტაქტივი დაიშალა.

პროტესტის მეათე დღე დასრულდა: მოთხოვნა არ იცვლება

მანამდე კი მსოფლიოში ცნობილმა მეცო-სოპრანომ, ანიტა რაჭველიშვილმა მომიტინგეების წინაშე ჯანსუღ კახიძის „ჰერიო ბიჭებო“ შეასრულა. 

პროტესტის მეათე დღე დასრულდა: მოთხოვნა არ იცვლება

დღევანდელმა აქციამ მშვიდობიან გარემოში და ინციდენტების გარეშე ჩაიარა.

ასევე მომიტინგეებმა გაშალეს უზარმაზარი ბანერი შს მინისტრ გიორგი გახარიას გამოსახულებით და წარწერით „წადი“.

პროტესტის მეათე დღე დასრულდა: მოთხოვნა არ იცვლება

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას ცილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.