აქციის მე-11 დღე: და მან თქვა „კი“...

საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ საკმაოდ უჩვეულოდ დასრულდა
Sputnik

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. თბილისში პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მე-11 დღე ხელის თხოვნით დასრულდა.

ნიკა გვაზავამ სალომე გოჩოლეიშვილს ხელი ასეთ რომანტიკულ გარემოში სთხოვა. სალომე, რა თქმა უნდა, დათანხმდა. მუსიკოსებმა კი მათ სიმღერა მიუძღვნეს.

„Sputnik-საქართველოს“ რედაქცია ულოცავს ახალგაზრდებს და დიდ ბედნიერებას და სიყვარულს უსურვებს!