ყველაზე ხშირად ჩადენილი დანაშაული საქართველოში: შსს–მ მონაცემები გამოაქვეყნა

საქართველოს შსს–მ 2019 წლის პირველ ხუთ თვეში 28,3 ათასი დანაშაული დააფიქსირა
Sputnik

თბილისი, 30 ივნისი - Sputnik.  საქართველოში 2019 წლის იანვარ–მაისში დარეგისტრირებული დანაშულის რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19,3%–ით გაიზარდა და დაახლოებით 28,3 ათასი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს შსს–ს ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ამ პერიოდში დანაშულის 29,6%–ის გახსნა მოხერხდა.

საქართველოში ყველაზე ხშირად ჩადენილი დანაშაულის ხუთეული ასეთია: 

დანაშაულის სახეობა
 
რაოდენობაცვლილება+/-
ქურდობა9 263+24,1%

ოჯახური ძალადობა
2 378+12,1%
ნარკოდანაშაული2 341+36,8%
სატრანსპორტო დანაშაული1 483-1,9%
თვითმკვლელობამდე მიყვანა993+23,2%

გარდა ამისა, იანვარ–მაისის პერიოდში დაფიქსირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების 127 შემთხვევა, ქრთამის აღების 36 შემთხვევა, სამსახურებრივი გულგრილობის – 28 და სამსახურებრივი უფლებამისლების ბოროტად გამოყენების 38 შემთხვევა.

არსებითად გაიზარდა კომპიუტერული (+177,7%) დანაშაულის რაოდენობა,  სამეწარმეო საქმიანობის უსაფრთხოების წესების დარღვევის (+83,3%) და დაშინების (+45,9%) შემთხვევები.

ადრე საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საქართველოში კრიმინალი არ იზრდება, უბრალოდ, დანაშაულის აღრიცხვა გაუმჯობესდა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ადრე პოლიცია ნაკრებად აღრიცხავდა ისეთ დანაშაულებს, რომელთა გახსნის ალბათობა იყო დაბალი.