ილია მეორე: ადამიანები თხოულობენ ახალ პირობებს, რომელიც არც ისე ადვილია მოიპოვო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადებით, დღეს ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით, ახალი პირობების მოპოვება კი არც ისე ადვილია
Sputnik

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ხალხს ათონის მამების ხსენების დღე მიულოცა და ქვეყანაში სიმშვიდისა და მშვიდობის საჭიროებაზე ისაუბრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

არჩილ თალაკვაძე და მისი ოჯახი საქართველოს პატრიარქმა დალოცა

პატრიარქის თქმით, სიმშვიდე თუ არ იქნება, ვერაფერს მიაღწევს ადამიანი. დღეს ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით, ახალი პირობების მოპოვება კი არც ისე ადვილია.

„სიმშვიდე და მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის და აუცილებელია ქვეყნისათვის“, – აღნიშნა პატრიარქრმა.