უბედური შემთხვევა სენაკში: მდინარეში მამა-შვილი დაიხრჩო

გავრცელეული ინფორმაციით, გოგონას გადარჩენას მამა ცდილობდა, რა დროსაც ორივე დაიხრჩო.
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. სენაკში, მდინარე ცივში მამა-შვილის ცხედრები იპოვეს, იუწყება ქართულ მედია. 

რუსთავში 11 წლის ბიჭი დაიხრჩო

გავრცელებული ინფორმაციით, მამა-შვილი მდინარეზე საბანაოდ იყვნენ წასული და მას შემდეგ აღარვის უნახავს. მაშველებმა მათი ძებნა გუშინ ღამით დაიწყეს.

„როგორც მაქვს ინფორმაცია საბანაოდ იყვნენ ჩასული. შემდეგ რა მოხდა არ ვიცი“, - განაცხადა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, გოგონას გადარჩენას მამა ცდილობდა, რა დროსაც ორივე დაიხრჩო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით, სამძებრო ღონისძიებებში ექვსი მყვინთავი მონაწილეობდა.