თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. აგრარულ უნივერსიტეტში წმ. ილია მართლის სახელობის ტაძარზე ვანდალურ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო, ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ცნობილი ხდება, რომ 27 ივნისს ღამის საათებში, დავით აღმაშენებლის ხეივანზე, მეთორმეტე კილომეტრზე არსებულ წმ. ილია მართლის სახელობის ტაძარს ვანდალურად მოექცნენ და ტაძრის კედლებზე დახატეს სასქესო ორგანოები.
ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბასილ ჟორჟიკაშვილი ადასტურებს ფაქტს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. ფაქტი რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენიმეჯერ განმეორდა.