მომღერალ და ტელეწამყვან ნინი ბადურაშვილის პირად ცხოვრებას მაშინაც განიხილავდნენ, როდესაც ის გასათხოვარი იყო მაგრამ განსაკუთრებული აქტუალობა და კრიტიკული გამოხმაურება, რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძესთან დაოჯახებამ გამოიწვია, რომლისგანაც 6 წლის გოგონა - ელენე ჰყავს. მასთან განქორწინების შემდეგ უფრო მეტად დაიწყეს პირადის „ქექვა“.
რამდენიმე დღის წინ, წარმატებულმა მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა Instagram Story- ზე ფანების კითხვებს გულწრფელად და ხუმრობით უპასუხა. შესაბამისად, ტაბლოიდებს არ გამოიეპარათ ერთ-ერთი მომხმარებლის კითხვა და ნინის იუმორნარევი პასუხი.
Instagram- ის გამომწერმა ნინის ჰკითხა, არის თუ არა მისი საქმრო ნიკოლოზ ჯაფარიძე, ნინიმ კი ნიკოლოზი Story- ზე მონიშნა და არაერთგვაროვანი პასუხი- “ვთქვათ?“ მიაწერა.
ამ ხუმრობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ნინის პასუხმა ახლა უკვე Facebook-ზე არ დააყოვნა: „მინდა რომ ერთმა ზაფხულმა მშვიდად ჩაიაროს ჩემს ცხოვრებაში))))) მეგობრებო არ ვთხოვდები არააააააააააააააააააა! მადლობა ყურადღებისთვის“,- წერს ტელეწამყვანი.
მის სტატუსს ცნობილი ქართველები ქრისტინე იმედაძე, ნინო ნადირაძე-კუზანოვა, მარგო ლუჩკო და თაყვანისმცემლები აკომენტარებენ: „ხო და გათხოვებენ, რომ „კუხნაში“ დაგსვან და ყველა ზაფხულმა მშვიდად ჩაიაროს“, „მალე მოვა ეს დრო და გიხილავთ თეთრ კაბაში“, „დამესიზმრა, ქუთაისში იყავით შენ და ანრი, ფეხსაცმელი იყიდეთ“.
ფაქტია, რომ ნინი ბადურაშვილი საზოგადოებაში ისე უყვართ, რომ მისი ბედნიერება და დაოჯახება ყველას სურს. ამიტომ, ერთი უწყინარი ხუმრობა ჭორად გადააქციეს და გაათხოვეს.