დედობა, როგორც „გმირობა", შვილი – „სამახსოვროდ"...

ბავშვი არ შეიძლება იყოს თქვენი პრობლემების გადაჭრის არც საშუალება და არც ინსტრუმენტი! ბავშვი – ეს ბედნიერებისთვის არის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად დედაა ბედნიერი.
Sputnik

პრობლემები, რომლებიც უკვე ჩადებულია ბავშვის ჩასახვიდან დაბადებამდე — ნელი მოქმედების ბომბებია, ოდესმე აუცილებლად აფეთქდება, რადგან არსებობს პირდაპირი კავშირი დედის თავში „ოფოფებსა" და ბავშვების, მოზრდილებისა და მთელი ქვეყნის ფსიქოლოგიურ პრობლემებს შორის.

რა წინაპირობები უძღვის წინ ბავშვის დაბადებას? ერთადერთი ჯანსაღი მიზეზი ბავშვის გაჩენისა — ესაა ბავშვის ყოლის სურვილი. და ქალს, რომელსაც სურს ჰყავდეს შვილი, ჩვეულებრივ, ნებისმიერი ცხოვრებისეული განლაგების შემთხვევაში, ჰყავს კიდეც.

გინდათ თქვენი შვილი ბედნიერი იყოს? ამისთვის ერთადერთი რამ უნდა გააკეთოთ...

მაგრამ, როგორც ცნობილია, ზოგს ფიქრიც კი არ შეუძლია ამაზე, childfree (ბავშვებისგან თავისუფალი; ინგლ. childless by choice, voluntary childless — საკუთარი სურვილით უშვილო) — ეს კაპრიზი და ეგოიზმი არ არის. ჩვეულებრივ, ეს უკავშირდება საკუთარ მძიმე ბავშვობას, ცუდ მოგონებებს, ფსიქოლოგიურ ტრავმებს. ეს სხვა საუბრის თემაა.

მაგრამ არიან ქალები, რომლებიც მზად არიან, გააჩინონ შვილი, მაგრამ მხოლოდ ქორწინებაში, ხოლო თუ ვერ თხოვდებიან, ბავშვების გარეშე რჩებიან. საუკეთესო შემთხვევაში მიზეზი პასუხისმგებლობის შიშია; ხოლო უარეს შემთხვევაში — ის, რომ ბავშვის ყოლა არ სურთ, მაგრამ მუშაობა — კიდევ უფრო არ უნდათ. და გათხოვების შემთხვევაში ამ პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტის იმედი აქვთ. ანუ, დედობა განიხილება, როგორც გმირობა, ისევე, როგორ მუშაობა, რის გამოც ქმარი მუდამ ვალშია ცოლთან.

მასალა მომზადებულია ცნობილი ფსიქოლოგის მიხაილ ლაბკოვსკის მოსაზრებებზე დაყრდნობით