„როგორ ხარ ბიძინა? 1000 ლარი მჭირდება, მალე დაგიბრუნებ“ - ერმალო მაღრაძემ ფილმი გადაიღო

რეჟისორმა ერმალო მაღრაძემ ახალი ფილმი გადაიღო, ფილმის ტრეილერი უკვე პოპულარულია.
Sputnik

რეჟისორი ერმალო მაღრაძე სოციალურ ქსელში ახალი ფილმის ტრეილერს აქვეყნებს, რომელსაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ - დიტო ცინცაძის ფილმი შანხაის კინოფესტივალის გამარჯვებულია

ფილმს „ეს დაიწყება საქართველოდან“ ერქმევა და, სავარაუდოდ, მალე იხილავს მაყურებელი. 

„როგორ ხარ, ბიძინა? 1000 ლარი მჭირდება, მალე დაგიბრუნებ“, - ამ ფრაზამ ფილმიდან სოციალური ქსელის მომხმარებლები გაამხიარულა.

„ბოლოს თქვენ გირტყავენ? ვერ გადამირჩება ეგ ვიღაცა და ვერც მაგ სცენას ვუყურებ. მიყვარხართ ბ-ნო ერმალო“, - უწერს რეჟისორს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.

ერმალო მაღრაძე 1977 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ ჯერ რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ მეორე რეჟისორად. 1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი სცენარისტის სპეციალობით.

1992 წელს დააარსა კინოფირმა „ერმალოფილმი“. 2000 წლიდან მოღვაწეობს ზესტაფონში. გადაღებულია რამდენიმე ფილმში და არის საკუთარი ფილმების ავტორიც.