ყვითელი ამბები

„ნინიმ ყოფილ მეუღლეს ჯიში გამოუსწორა“ - ბადურაშვილის გოგონა ამღერდა

ყველასათვის საყვარელმა მომღერალმა და ტელეწამყვანმა Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი გოგონა შეუდარებლად მღერის.
Sputnik

ნინი ბადურაშვილის ქორწილი 2012 წელს შედგა. საზოგადოება ფიქრობდა, რომ ეს იყო ვარსკვლავის საბოლოო არჩევანი და ნამდვილი სიყვარული, მაგრამ ყველაფერი რამდენიმე თვეში სკანდალით დასრულდა.

ნინი ბადურაშვილმა და მოსკოვში მცხოვრებმა ირაკლი კუტალაძემ გრანდიოზული ქორწილი „შერატონში“ 2012 წლის 25 ოქტომბერს გადაიხადეს, შემდეგ კი ნინი მეუღლესთან მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად.

2013 წელს ხმაურიანი გაშორების შემდეგ წყვილს გოგონა - ელენე შეეძინა. დღემდე უცნობია,  ესწრებოდა თუ არა ნინის მეუღლე ირაკლი კუტალაძე მშობიარობას და როგორ წარიმართა შემდგომში მათი ურთიერთობა.

ნინი ბადურაშვილი სოციალური ქსელის ერთ-ერთი გამორჩეული და აქტიური მომხმარებელია. სულ ცოტა ხნის წინ Instagram-ზე 6 წლის შვილის ვიდეო გამოაქვეყნა.

გოგონა დედასავით განსაკუთრებული მონდომებით, სიმღერა Jamaica-ს ბებიის - ეკა კახიანის აკომპანირებით ასრულებს.

პატარა გოგონას შესრულებამ 35 000 ნახვა დაიმსახურა და დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ერთ-ერთ კომენტარზე ნინი ბადურაშვილის პასუხმა არ დააყოვნა.

ნინის ხელმომწერი წერს: „ნინიმ ყოფილ მეუღლეს ჯიში გამოუსწორა“. ნინი პასუხობს: „მათაც ძალიან კარგი ჯიში აქვთ".

სავარაუდოდ, შემოქმედებითი ადამიანების ოჯახში გაზრდილი გოგონა მსახობი ან მომღერალი გამოვა - როგორც ირკვევა, სიმღერას მას ბებია ასწავლის.