ჰამბურგი, ვენეცია, ნიცა – ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან 12 ახალი მიმართულებით შესრულდება

ამჟამად საქართველოდან ფინეთსა და შვედეთში პირდაპირი რეგულარული ავიარეისები არ სრულდება
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის ქვეყნების მიმართულებით 12 ახალი ავიარეისი დაინიშნება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ალტერნატივა: რა გზებით შეძლებენ რუსი ტურისტები საქართველოში ჩამოსვლას>>

შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air–ის ლოგისტიკის დირექტორმა ანდრაშ სებეკმა. მოლაპარაკებები ამ საკითხე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ვლადიმირ პუტინმა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა

მიღწეული შეთანხმების მიხედვით, 2019 წლის ბოლოდან AIRBUS A 320–ის ტიპის თანამედროვე თვითმფრინავები ქუთაისიდან იფრენენ შემდეგ შვიდ ქალაქში: პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი, ბადენ–ბადენი.

2020 წლის ზაფხულიდან კი პირდაპირი ავიარეისები შესრულდება ხუთი მიმართულებით: სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ჰერაკლიონი, ტურკუ, ნიცა.

ამგვარად, 2020 წლის ზახულიდან ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისები ევროპის 19 ქვეყნის 39 მიმართულებით განხორციელდება.

Wizz Air-მა თავისი 25-ე ბაზა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოთხწლიანი წარმატებული ოპერირების შედეგად გახსნა. პირველი ავიარეისი კომპანიამ 2012 წელს შეასრულა. Wizz Air-მა ბაზის გახსნაში 98 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო.