ნიკა მელიას მხარდამჭერები პარლამენტთან იკრიბებიან

მელიას მხარდამჭერები დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მხარდამჭერები იკრიბებიან, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ნიკა მელიას ბრალი წაუყენეს

დეპუტატ ნიკა მელიას პროკურატურამ დღეს, თბილისში 20 ივნისს საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზაციაში, ასევე ამ პროცესების ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში, ბრალი წაუყენა.

პარლამენტთან შეკრებილებს ჯერჯერობით სიტყვით გამოსვლა არ დაუწყიათ, ისინი ელოდებიან პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელიც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

პარლამენტში ხმაურია: დეპუტატები ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობენ>>

პროკურორმა გულუაშვილმა პარლამენტში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რომ მან აქციის მონაწილეები დაარწმუნა, პოლიციელებს დასხმოდნენ თავს.