აქციის დარბევისას დაშავებული დავით ფარადაშვილი კომიდან გამოვიდა

აქციაზე დარბევისას დაშავებულ დავით ფარადაშვილთან დაკავშირებით სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. 20 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დარბევისას დაშავებული და­ვით ფა­რა­დაშ­ვი­ლი კომიდან გამოვიდა, ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„დათოს სისხლი თქვენ ხელზეა“ - ვინ არის ბიჭი, რომელიც აქციის დარბევის შემდეგ კომაშია

დავით ფარადაშვილი დარბევის ღამეს ალადაშვილის კლი­ნი­კა­ში უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს - მას რეზინის ტყვია სა­ფეთ­ქელ­თან ჰქონდა მოხვედრილი და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მას რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაშავებული 13 პაციენტი თბილისის სხვადასხვა კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას, ნათქვამია საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.