აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, თავშეკავებით იმოქმედოს

დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება ნიკანორ მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების შესახებ
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი - Sputnik. აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება 20 ივნისს თბილისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს საქართველოში, აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერეს >>

ნინო ლომჯარია: ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის!

რუსთაველის გამზირზე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები ტარდება თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ. 20–21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია, 30-ზე მეტი - ჟურნალისტი.

„მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია გამოძიებულ იქნას როგორც ძალადობის აქტები, ისე დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების შემთხვევები, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით. ახლა ყველაზე მეტად საჭიროა დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება ნიკანორ  მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების შესახებ, რომელსაც ბრალად ედება თბილისში 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე არეულობის ორგანიზება. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, 20-21 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

რომელმა დეპუტატებმა არ მისცეს ხმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას >>

ოფიციალური მონაცემებით, საპროტესტო აქციაზე მომხდარი არეულობის დროს სულ 305 ადამიანი დააკავეს. აქედან 121-ს ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.