SMS მინისტრს, შეტაკებები და გულყრები - მცხუნვარე პროტესტი თბილისში

Sputnik

პარლამენტის შენობასთან მომიტინგეები კვლავინდებურად ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ფოტოკადრები, თუ როგორ მიმდინარეობდა აქცია სამშაბათს.

პარლამენტის შენობასთან სამშაბათს დაახლოებით ორი ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი. აქციას მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა: მომიტინგეებს ხელში ეჭირათ თეთრი ბურთები და სკანდირებდნენ „მშვიდობას“. ტრადიციულად, მიტინგზე მღეროდნენ, ყველაზე დასამახსოვრებელი გამოსვლა იყო სიმღერის შესრულება ფილმიდან „გასეირნება ყარაბაღში“.

აქციაზე მხოლოდ ერთი ინციდენტი მოხდა - ორგანიზატორებმა პოლიციას სთხოვეს გაეყვანათ ადამიანები, რომლებიც პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ. აქციაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო - მოშიმშილე გოგონა შეუძლოდ გახდა.

მიტინგის ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს შეატყობინეს შინაგან საქმეთა მინისტრის მობილური ტელეფონის ნომერი, რის შემდეგაც მათ გახარიას გაუგზავნეს SMS ტექსტით „წადი“. ამბობენ, რომ მინისტრმა ათასობით მსგავსი შეტყობინება მიიღო.

1 / 17
აქციის ბევრ მონაწილეს მიტინგზე ბავშვები მიყავს
2 / 17
აქციის მონაწილეებმა შს მინისტრს გაუგზავნე მოკლე ტექსტური შეტყობინება ტექსტით „წადი“
3 / 17
აქციების მეექვსე დღეს მოხდა რამდენიმე დაპირისპირება, პოლიციას აქციებიდან არაფხიზელი ადამიანები გაჰყავდა
4 / 17
სამშაბათს აქციაზე მივიდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მომიტინგეებს მხარდამჭერი სიტყვით მიმართა
5 / 17
აქციაზე ასევე მივიდა მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი
6 / 17
აქციაზე ასევე იყვნენ მიხეილ სააკაშვილის სხვა თანამოაზრეები. ფოტოზე - გიორგი ბარამიძე
7 / 17
სამშაბათს მომიტინგეებს სხვადასხვა პოლიტიკოსები მიმართავდნენ. ფოტოზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს
8 / 17
მოშიმშილეებმა პარლამენტთან კარვები გაშალეს
9 / 17
ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა. ფოტოზე - სასწრაფო დახმარებას გვანცა არველაძე საავადმყოფოში გადაყავს
10 / 17
საპროტესტო აქციები გაგრძელდება - მომიტინგეები კვლავ ითხოვენ გიორგი გახარიას გადადგომას
11 / 17
საპროტესტო აქციის მონაწილეები „ქართული ოცნებას“ უნდობლობას უცხადებენ
12 / 17
მოწოდებები მშვიდობისკენ და ძალადობის წინააღმდეგ აქციაზე
13 / 17
მშვიდობისკენ ლტოლვის ნიშნად აქციის მონაწილეებმა ჰაერში თეთრი ბურთები გაუშვეს
14 / 17
პლაკატი წარწერით „მშვიდობა ომზე მეტია“
15 / 17
ახვეული თვალი 21 ივნისის ღამის შემდეგ ძალადობასთან ბრძოლის სიმბოლოდ იქცა
16 / 17
მომიტინგეები აპროტესტებენ რუსეთის პოლიტიკას
17 / 17
საპროტესტო აქცია ოთხშაბათს გაგრძელდება