შეიძლება თუ არა თბილისის ზღვაში ცურვა?

სპეციალისტები საბანაო სეზონზე თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე წყლის რეგულარულ მონიტორინგს ახორციელებენ.
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. თბილისის ზღვისა და კუს ტბის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია, აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეიძლება თუ არა ლისის ტბაში ცურვა? სპეციალისტებმა წყლის ხარისხი შეამოწმეს

უწყების ცნობით, სპეციალისტებმა მაისში კუს ტბისა და თბილისის ზღვის წყლის ხარისხის დასადგენად სინჯები აიღეს. აღებულ სინჯებში განისაზღვრა 29 კომპონენტი, მათ შორის 26 ქიმიური და 3 მიკრობიოლოგიური პარამეტრი.

„ჩატარებული ანალიზების შედეგების მიხედვით, კუს ტბისა და თბილისის ზღვის სინჯებში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ დაფიქსირებულა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში ჩატარდა.

სპეციალისტები საბანაო სეზონზე (მაისიდან სექტემბრის ჩათვლით) თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე წყლის რეგულარულ მონიტორინგს ახორციელებენ.