ხახვი და მისი სასარგებლო თვისებები

ხახვი თავისი სასარგებლო თვისებებით ოდითგან არის ცნობილი. ადამიანები მას ანტიბიოტიკების სახითა და მიკრობების საწინააღმდეგოდ იყენებდნენ. ყველა დროის მკურნალები ხახვს ვირუსებთან და ინფექციებთან საბრძოლველ უებარ საშუალებად მიიჩნევდნენ.
Sputnik

ხახვი ჩვეულებრივი (Allium cepa L. - ხახვი ჩვეულებრივი) ორწლოვან და მრავალწლოვან მცენარეთა გვარის წარმომადგენელი. ხახვის რამდენიმე ასეული სახეობა არსებობს და ყველა მათგანი სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. ჩვეულებრივ, იზრდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. მის სამშობლოდ მიჩნეულია სამხრეთ-დასავლეთი აზია.

ხახვის კალორიულობა, შემადგენლობა, სასარგებლო თვისებები

ხახვის კალორიულობაა 100 გრამ პროდუქტზე 47 კკალორია.

ხახვის შემცველობაშია: ანტიოქსიდანტები, ფლავონოიდი კვარცეტინი, რომელიც შლის ცხიმებს და აბრკოლებს კიბოს უჯრედების ზრდას; ფიტონციდები, შაქრები, ორგანული მჟავები და მინერალური ნივთიერებები. სპეციფიკური სუნი და მწარე გემო ეთერზეთის წყალობით აქვს.

სატაცურის სასარგებლო თვისებები

ხახვის შემადგენლობაშია ასევე A, В ჯგუფის, PP, C ვიტამინები, ნიკოტინის მჟავა, კაროტინი, სპილენძი, რკინა და თუთია. ეს ყველაფერი ამაღლებს ორგანიზმის ბუნებრივ ბრძოლისუნარიანობას, ზრდის ჰემოგლობინის დონეს. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

ხახვის წვენი შეიცავს იოდს, რომელიც აბრკოლებს ისეთი დაავადებების პროგრესს, როგორიცაა იშემია, ათეროსკლეროზი, ინფარქტი და ინსულტი.

შეძენილი დიაბეტის დროს ხახვი წმენდს სისხლს ზედმეტი გლუკოზისგან.

ვიტამინების გარდა, ხახვში მრავალი სასარგებლო მინერალი შედის, ასევე მჟავები, მათ შორის, ასკორბინის მჟავა. მისი უკმარისობა შეიძლება გახდეს ანემიის, სურავანდის, გულ-სისხლძარღვთა და ინფექციური დაავადებების მიზეზი. ამიტომ საჭიროა მისი ყოველდღიური მიღება. ფიტონციდები ხახვის შემადგენლობაში ელვისებურად კლავს სხვადასხვა მიკრობსა და სოკოს, ამის წყალობით, ის ხელს უწყობს ჭრილობების, ნაკაწრების შეხორცებას.

მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ნიორი

ხახვის მუდმივი გამოყენება ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას ასაკოვან ადამიანებში.

გარდა ამისა, ხახვი აძლიერებს მადას, აგვარებს ნაწლავების ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტს და ეწინააღმდეგება რესპირატორულ დაავადებებს. ხახვის ცოცხალი წვენი შველის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევებს, ებრძვის ათეროსკლეროზს, გაციებასა და ბრონქიტს, ჰიპერტონიასა და სქესობრივ დისფუნქციას.

ხახვს ერთი კარგი თვისება აქვს - საკმარისია მწერის ნაკბენზე წასმა და ტკივილი მალე გაქრება, ხოლო შესიება არსებითად შემცირდება. თუ ნაკბენი ბევრია, მასზე ტამპონში ჩადებული გაჭყლეტილი ახალი მწვანე ხახვის ფაფისებრი მასა უნდა დაიდოთ.

ხახვის სასარგებლო თვისებები სრული მოცულობით ჩნდება მისი ნედლი სახით გამოყენებისას, თერმული დამუშავების შედეგად სასარგებლო თვისებები კლებულობს. ხახვს აქვს შარდმდენი მოქმედება, ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას. არის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი საშუალება ჭიების საწინააღმდეგოდ.