უეფა ვერ დასჯის ქართველ ფეხბურთელებს - ორგანიზაციის განცხადება

მოგვიანებით ამავე ტურში მსგავსი წარწერიანი მაისურებით გამოჩნდნენ თბილისის „დინამოსა“ და საჩხერის „ჩიხურას“ ფეხბურთელებიც.
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი − Sputnik. ევროპის საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაცია (უეფა) შეუძლებლად მიიჩნევს ქართული კლუბების ფეხბურთელთა დასჯას, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე ანტირუსული ლოზუნგებით გამოჩდნენ.

ანტირუსული ლოზუნგებიანი მაისურებით გამომსვლელთა შორის ორი ფეხბურთელი რუსეთის მოქალაქეა

„იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარ ფაქტს შიდა ტურნირზე ჰქონდა ადგილი, ნებისმიერი შესაძლო სადისციპლინო ღონისძიება... საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისი ორგანოების იურისდიქციაში ექცევა. უეფა სადისციპლინო ზომებს გამოიყენებს მხოლოდ იმ ინციდენტებთან მიმართებაში, რომლებიც უეფას ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე მოხდება“, — ნათქვამია უეფას ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ: ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „ლოკომოტივისა“ და „რუსთავის“ ფეხბურთელები უშუალოდ მატჩის დაწყებამდე მინდორზე გავიდნენ მაისურებით, რომლებზეც ეწერა: „ჩვენ ქართველები ვართ და ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს“.

მოგვიანებით ამავე ტურში მსგავსი წარწერიანი მაისურებით გამოჩნდნენ თბილისის „დინამოსა“ და საჩხერის „ჩიხურას“ ფეხბურთელებიც.