ნინო სურგულაძე: გელით ყველას ჩემს სამშობლოში

სურგულაძემ სიცილიის ქალაქ ტაორმინაში რიგით მეცხრე საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და დამსწრეები საქართველოში მოიწვია
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველო ულამაზესი და განსაკუთრებული ქვეყანაა, სადაც ყველას გიმასპინძლებენ გულითადად! გელით ყველას ჩემს სამშობლოში,"- ცნობილი ქართველი მეცო–სოპრანო ნინო სურგულაძე კამპანიას #იმოგზაურესაქართველოში შეუერთდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ლომჯარია რუს კოლეგას ეხმაურება: დაიცავით ქართველების უფლებები რუსეთის ტერიტორიაზე>>>

სურგულაძემ სიცილიის ქალაქ ტაორმინაში რიგით მეცხრე საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალ „ტაობუკის“ საზეიმო გახსნის გალა-კონცერტსა და დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრეები საქართველოში მოიწვია. 

აისახა თუ არა პუტინის ბრძანება ავიამიმოსვლის აკრძალვის შესახებ ქართულ სასტუმროებზე

ფესტივალი ტაორმინას უძველეს და ულამაზეს ამფითეატრსა და სხვა ლოკაციებზე ყოველწლიურად ტარდება. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს, 21 ივნისს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოში მოქალაქეთა საჰაერო გადაზიდვების განხორციელება ეკრძალებათ, ხოლო შაბათს მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ქართულ ავიაგადამზიდავებსაც რუსეთში ფრენა ეკრძალებათ. ტუროპერაორებსა და აგენტებს მიეცა რეკომენდაცია, არ გაყიდონ საქართველოს მიმართულებით საგზურები.  

20 ივნისს, დილით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.