ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე და მუსიკოსი ნიკა კოჩაროვი ინდონეზიაში, ბალიზე ისვენებენ. სწორედ აქ აღნიშნა წყვილმა კოჩაროვის დაბადების დღე.
წყვილი ურთიერთობის გასაჯაროებას აღარ ერიდება და „ინსტაგრამზე“ ხშირად დებენ ერთად გადაღებულ ფოტოებს.
ნიკა მეუღლეს დაშორებულია, ხოლო ლიკა ევგენიძე პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძაშვილის, ნიკა ალასანიას ცოლი გახლდათ, თუმცა გარკვეული პერიოდის წინ საქართველოში დაბრუნდა საცხოვრებლად.
თბილისში ასევე დიდი ხანია ჭორაობენ ლიკასა და ნიკა კოჩაროვის რომანზე, თუმცა თავად ამ ჭორის ობიექტები ჯერჯერობით ამ თემაზე ხმამაღლა საუბარს ერიდებიან.
ლიკას პირველი ქორწინებიდან ქალ-ვაჟი ჰყავს.