თსუ-ს ფინალური გამოცდები გადაიდო?

სოციალურ ქსელში უნივერსიტეტის რექტორის ყალბი სტატუსი გავრცელდა
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ეხმაურება თსუ-ს რექტორის, გიორგი შარვაშიძის სახელით გავრცელებულ ყალბ სტატუსს, რომლის თანახმადაც, თითქოს მოიხსნა ფინალური გამოცდები.

საქართველოში გამოსაშვები გამოცდები საბოლოოდ მაინც გაუქმდა

თსუ-ს აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

„გამოცდები და ზოგადად, სასწავლო პროცესი დაგეგმილი გრაფიკით მიმდინარეობს და გთხოვთ, მსგავსი ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოთ“, - წერს ნატა ასათიანი, თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი.

უნივერსიტეტი სტუდენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას უსურვებს.