შედგება თუ არა სატესტო მატჩი რაგბიში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის

ქართველი და რუსი მორაგბეები შეხვედრას იაპონიაში მსოფლიო თასისთვის მომზადების ფარგლებში გეგმავენ
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. რუსეთის რაგბის ფედერაცია (რრფ) რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართავს კონსულტაციებს საქართველოს და რუსეთის ნაკრებებს შორის სატესტო მატჩთან დაკავშირებით, რომელიც აგვისტოში თბილისში უნდა გაიმართოს, განუცხადა РИА Новости-ს რრფ-ის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა იგორ არტემიევმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოში მოქალაქეთა საჰაერო გადაზიდვების განხორციელება ეკრძალებათ. ტუროპერაორებსა და აგენტებს მიეცა რეკომენდაცია, არ გაყიდონ საქართველოს მიმართულებით საგზურები. მთავრობას რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაევალა.

ვლადიმირ პუტინმა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა

მატჩი ქართულ და რუსულ გუნდებს შორის თბილისში 27 აგვისტოს უნდა შედგეს. ორივე ნაკრები შემოდგომაზე მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო თასზე, რომელიც იაპონიაში გაიმართება.

„უახლოეს დღეებში გვექნება კონსულტაციები აღნიშნულ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რადგან ის ამ კუთხით არის უფლებამოსილი ორგანო, რომელსაც შეუძლია კონსულტაცია გაგვიწიოს და გვითხრას, რა გავაკეთოთ. ჩვენ გაგვაცნობენ რეკომენდაციებს და ჩვენ მათ მივყვებით“, - განაცხადა არტემიევმა.

საქართველოს და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებები ერთმანეთს 24-ედ შეხვდებიან.  პირველად ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ 1993 წელს პოლონეთში და მაშინ რუსეთმა საქართველოსთან ერთადერთი გამარჯვება 15:9 მოიპოვა.

საქართველოს რაგბის ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა >>

2002 წელს რუსებმა შეხვედრის დასრულება ფრედ - 12:12 მოახერხეს. ყველა დანარჩენ შემთხვევაში გამარჯვება უცვლელად „ჯვაროსნების“ მხარეს იყო. მათ ყველაზე დიდი გამარჯვება 2012 წელს თბილისში მოიპოვეს - 46:0.

საქართველო-რუსეთის დაპირისპირებაში საერთო ანგარიშია 559:260, ხოლო წარმატებული ლელოს თანაფარდობაა 66:16.