როსტურიზმი: ტურისტული ნაკადი საქართველოში 60-70%-ით შემცირდება

„როსტურიზმში“ გაკეთდა შეფასება იმისა, თუ რას გამოიწვევს აკრძალვა რუსეთიდან საქართველოში პირდაპირ ავიაფრენებზე
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. ტურისტული ნაკადი რუსეთიდან საქართველოში 60-70%-ით შემცირდება, ასეთი შეფასება გაკეთდა „როსტურიზმში“.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აეკრძალათ, ხოლო მთავრობას მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ზომების მიღება დაევალა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს დროებითი ზომებია, რომელიც უსაფრთხოების მიზნით  არის მიღებული. აკრძალვა ქართულ ავიაკომპანიებსაც შეეხო.

ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენას აუკრძალავენ >>

„ტურისტების წილი, რომლებიც ავიატრანსპორტით მოგზაურობენ, საერთო მოცულობის 70-75%-ს შეადგენდა“, - განაცხადა „როსტურიზმის“ ხელმძღვანელმა ზარინა დოგუზოვამ და აღნიშნა, რომ ავტობუსების ტურების გაყიდვები შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ უმნიშვნელოდ.

ამასთან, ამ მომენტისთვის საქართველოში წინასწარ დაჯავშნულ ტურებზე სხვა მიმართულებაზე ჩანაცვლება არ მომხდარა, ხოლო გაუქმებული ტურების რაოდენობა ერთეულებს ითვლის.

აბაშიძემ რუსეთიდან ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

ქვეყნის ვადაზე ადრე დატოვების მსურველებს ასეთი შესაძლებლობა მიეცემა. დოგუზოვამ განმარტა, რომ დამოუკიდებელი ტურისტები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, დატოვონ ქვეყანა თუ დარჩნენ.

რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება იმ სკანდალს და შემდგომ არეულობას უკავშირდება, რომელიც საქართველოში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომასა და თბილისში რუსული დელეგაციის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მოხდა. მას შემდეგ, რაც თბილისში საპროტესტო ტალღა აგორდა, რუსმა დელეგატებმა ქვეყანა დატოვეს.

„აეროფლოტმა“ საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების გაყვანა უკვე დაიწყო და მზად არის მოქალაქეებს 8 ივლისის შემდგომ თარიღებზე გაყიდული ბილეთების საფასური დაუბრუნოს.

ამ დროისთვის რუსეთიდან საქართველოში ექვსი რუსული ავიაკომპანია ასრულებს ფრენებს: ურალის ავიახაზები, „პობედა“, „აეროფლოტი“, S7 Airlines, Red Wings Airlines, Smartavia. რეისებს ასევე ახორციელებს ორი ქართული ავიაკომპანია - Georgian Airways и MyWay Airlines.

მამუკა ხაზარაძე საქართველოში უკრაინელ ტურისტებს ჩამოიყვანს >>

რუსეთის მოქალაქეები რაოდენობით პირველ პოზიციაზე არიან საქართველოში შემომსვლელ ტურისტებს შორის. 2019 წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში რუსეთიდან დაახლოებით 540 ათასი ვიზიტი განხორციელდა, რაც 31%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.