რამდენი რუსი ტურისტი იმყოფება ამჟამად საქართველოში

თუ ტურისტები საქართველოში დარჩენას გადაწყვეტენ, რუსეთში დაბრუნებაზე თავად უნდა იზრუნონ
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. წინასწარი მონაცემებით, ახლა საქართველოში დაახლოებით 5-7 ათასი ორგანიზებული რუსი ტურისტი იმყოფება, ხოლო დამოუკიდებელი - 2-3-ჯერ მეტი, განუცხადა РИА Новости-ს რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია ლომიძემ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმად 2019 წლის 8 ივლისიდან დროებით იკრძალება რუსული ავიაკომპანიების ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით. ტურისტულ ოპერატორებსა და აგენტებს მიეცა რეკომენდაცია არ გაყიდონ საგზურები, ხოლო მთავრობას რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაევალა.

„ჩვენ, წინასწარო შეფასებით, გვყავს 5-7 ათასი ორგანიზებული ტურისტი, რომლებიც ტურისტული კომპანიების კლიენტები არიან. დამოუკიდებელი ტურისტების რაოდენობა, მინიმუმ 2-3-ჯერ დიდია“, - განაცხადა ლომიძემ.

რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირის პრეს-მდივანმა ირინა ტიურინამ კი განაცხადა, რომ ახლა საქართველოში ორგანიზებული ტურისტების რაოდენობა 5 ათასს არ აჭარბებს, თუმცა დამოუკიდებელი ტურისტების ნაკადი გაცილებით აჭარბებს ორგანიზებულს.

ვლადიმირ პუტინმა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა >>

გასულ წელს საქართველოში დაფიქსირდა უცხოელი მოგზაურების რეკორდული რაოდენობა - 8,7 მილიონი ადამიანი, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებმა საქართველო 1,4 მილიონჯერ მოინახულეს.

როგორ გაიყვანენ რუს ტურისტებს

ყველა ორგანიზებული რუსი ტურისტი გეგმიური წესით ან სხვა ნებისმიერ ხელმისაწვდომი რეისებით 8 ივლისამდე უნდა გაიყვანონ, განაცხადა ტიურინამ.

თბილისში კონფერენციაზე საქართველოს საინვესტიციო კლიმატი განიხილეს

„8 ივლისამდე, როდესაც საქართველოსთან ავიამიმოსვლა შეჩერდება, გავა ორი კვირა და უმრავლესობა, ვინც ამ ქვეყანაში ისვენებს, სავარაუდოდ, დაგეგმილი რეისებით დაბრუნდება. ტურები 7-14 დღეს გრძელდება“, - განაცხადა მან.

ტიურინამ განმარტა, რომ ახალი ტურისტები საქართველოში აღარ ჩავლენ, რადგან ტუროპერატორებს ტურების გაყიდვის შეჩერების რეკომენდაცია მიეცა.

„ვინც არ დაბრუნდება გეგმიურად 8 ივლისამდე, ტუროპერატორები მათ უახლოესი რეისებით დააბრუნებენ. ყველა ტურისტს აქვს ხელზე უკანა მიმართულების ბილეთი, რადგან ყველა რეისი რეგულარულია. 8 ივლისისთვის საქართველოში ორგანიზებული ტურისტი აღარ უნდა დარჩეს“, - განაცხადა ტიურინამ.

„თუ რომელიმე ტურისტი არ მოისურვებს დაბრუნებას და საქართველოში დარჩენას ამჯობინებს, რუსეთში დაბრუნება და უკანა მიმართულების ბილეთების შეძენა თავად მოუწევთ“, - განმარტა ტიურინამ.

მისი თქმით, ეს ეხება აგრეთვე დამოუკიდებელ ტურისტებს, რომლებსაც ავიაკომპანიები შესაბამის ინფორმაციას სმს-შეტყობინებებით ან სხვა ხელმისაწვდომი ხერხით მიაწვდიან.

რამდენს კარგავს საქართველო

საქართველოს ეკონომიკური დანაკარგი ქვეყანაში რუსი ტურისტების ვიზიტების შეწყვეტის გამო სულ მცირე ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს, მიიჩნევს ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მსოფლიო ეკონომიკისა და მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ანდრეი სუზდალცევი.

გამოფენა დუბაიში: საქართველო მდიდარ არაბ ტურისტებს იზიდავს

„წარმოიდგინეთ: ახლა საქართველოს წელიწადში ორი მილიონი რუსეთის მოქალაქე სტუმრობს, ისინი მინიმუმ 200-250 დოლარს ტოვებენ. გამოდის - მინიმუმ ნახევარ მილიარდ დოლარს დაკარგავენ“, - განუცხადა სუზდალცევმა РИА Новости.

„პატარა ქვეყნისთვის, სადაც სუსტი ეკონომიკაა, მომსახურების ეკონომიკა ძალიან დიდ ფულს წარმოადგენს და ეს ძალიან სერიოზული დარტყმაა“, - აღნიშნა ექსპერტმა.

საქართველო რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა – Global Finance-ის რეიტინგი >>

2018 წელს ტურისტებმა საქართველოში 7,9 მილიარდი ლარი ანუ 3,2 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ამგვარად, წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის მშპ-ში ტურიზმით მიღებული შემოსავლების წილი 19,6%-ს შეადგენს.

რუსეთის 18 ქალაქიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეისები დაინიშნება

2019 წლის ივნისის მონაცემებით, ამ დროისთვის რუსეთიდან საქართველოში ექვსი ავიაკომპანია ასრულებს ფრენებს: ურალის ავიახაზები, „პობედა“, „აეროფლოტი“, S7 Airlines, Red Wings Airlines, Smartavia. ამას გარდა, რუსეთში ფრენებს ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways და MyWay Airlines ასრულებენ.

ავიაკომპანია „აეროფლოტი“ პირდაპირ ყოველდღიურ ავიარეისებს მოსკოვი-თბილისის მარშრუტით ასრულებს.

S7 ასრულებს რეისებს მოსკოვიდან თბილისსა და ბათუმში, ასევე ნოვოსიბირსკიდან თბილისში.

ავიაკომპანია „პობედა“ მოსკოვიდან თბილისსა და ბათუმში დაფრინავს.

ურალის ავიახაზები ასრულებს რეისებს თბილისში - მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, ეკატერინბურგიდან, კრასნოდარიდან, სოჭიდან; ქუთაისში - მოსკოვიდან, ირკუტსკიდან, ულან-უდედან, ჩიტადან და სანქტ-პეტერბურგიდან; ბათუმში - მოსკოვიდან, ჩიტადან, სამარადან, სანქტ-პეტერბურგიდან და ეკატერინბურგიდან.

Red Wings ახორციელებს ავიარეისებს მოსკოვიდან ბათუმსა და ქუთაისში.

ფრენების გრაფიკი 2019 წლის ზაფხულში >>

რუსეთმა საქართველოში ფრენების დაშვების პირობები დაასახელა

ავიაკომპანია Smartavia (2019 წლის 14 მარტამდე - „ნორდავია“) ახორციელებს რეისებს თბილისში არხანგელსკიდან, ვორონეჟიდან, კრასნოდარიდან, მურმანსკიდან, დონის როსტოვიდან, სამარადან, სანქტ-პეტერბურგიდან,  სიმფეროპოლიდან, სოჭიდან, სიკტივკარიდან და ჩელიაბინსკიდან; ბათუმში სანქტ-პეტერბურგიდან, არხანგელსკიდან და მურმანსკიდან.

ავიაკომპანია Georgian Airways ახორციელებს რეისებს მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში და ყაზანში.

„როსავიაცია“ 22 ივნისს საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით ავიაკომპანებთან თათბირს გამართავს.

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება იმ სკანდალს უკავშირდება, რომელიც საქართველოში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომასთან დაკავშირებით მოხდა.

რამდენი რუსი ტურისტი იმყოფება ამჟამად საქართველოში