ყვითელი ამბები

ია ფარულავა იუსტიციის სახლში პასპორტით მივიდა - რა ჩაიფიქრა მსახიობმა

პარლამენტთან განვითარებული მოვლენების შემდეგ, მსახიობი ია ფარულავა იუსტიციის სახლში მივიდა
Sputnik

ფარულავა: ეს არის ჩემი საგანძური, რომელსაც წლების შემდეგ აუცილებლად გადავცემ მუზეუმს
მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა ბოლო პერიოდში ნაკლებად გამოირჩევა სოციალურ ქსელში სხვადასხვა საკითხზე საკუთარი აზრის დაფიქსირებისგან, თუმცა არის შემთხვევები, როცა ის საკუთარ აზრს მწვავედაც აფიქსირებს.

20 ივნისის ღამის მძიმე მოვლენების შემდეგ მსახიობმა საკუთარი „ინსტაგრამის“ სთორიში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც იუსტიციის სახლშია გადაღებული.

„იუსტიციის სახლში მოვედი, სასწრაფოდ უნდა გავხდე საქართველოს მოქალაქე, რომ ჩემი ხმა არ დაკარგოს ჩემმა სამშობლომ და დედა უნდა მო...ნა ამათ“, - ამბობს ფარულავა ვიდეოში, სადაც სავარაუდოდ, ვადამდელი არჩევნებისთვის, დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ხმის მიცემისთვის ემზადება.

მსახიობი ვიდეოში ამერიკის შეერთებული შტატების პასპორტით ჩანს. მან 90-იანი წლები აშშ-ში გაატარა და ამერიკის მოქამაქეა. სავარაუდოდ ფარულავა ორმაგ მოქალაქეობას მოითხოვს.