ისანში მიკროავტობუსის მძღოლი მოკლეს

თვითმხილველების ინფორმაციით, დამნაშავემ მიკროავტობუსის მძღოლს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ისანში, მიკროავტობუსების გაჩერებაზე შუახნის მამაკაცი მოკლეს, ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.

სწრაფი კვების ჯიხურში მამაკაცი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ ცულით მოკლეს

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი მიკროავტობუსის მძღოლი იყო.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ დამნაშავემ მიკროავტობუსის მძღოლს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. მძღოლი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა, თუმცა შსს-ს ცნობით, მუხლი გადაკვალიფიცირდება.