ყვითელი ამბები

5 ქართველი სელებრითი, რომლებიც საკუთარ პლასტიკურ ოპერაციებზე არ საუბრობენ - ფოტოები

პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გია სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. ამა­ში მა­შინ დარ­წმუნ­დე­ბით, პლას­ტი­კურ ქი­რურ­გთან ვი­ზი­ტის­თვის გრძელ რიგ­ში დგო­მა რომ მო­გი­წევთ.
Sputnik

მსოფლიო ვარსკვლავების უმრავლესობის სილამაზე და მომხიბვლელობაც პლასტიკური ოპერაციების დამსახურებაა. ამ მხრივ ქართველი ცნობილი სახეებიც არ ჩამოუვარდებიან.

ქართველი სელებრითების სკანდალური განქორწინებები – ვინ რის გამო დაშორდა

გადავავლოთ თვალი ჩვენი შოუბიზნესის წარმომადგენლებს, მათ ვინც ხშირად ჩანან ეკრანებზე თუ სხვადასხვა ბომონდურ წვეულებებზე, მათ უმრავლესობას ცხვირის ოპერაცია აქვს გაკეთებული და ტუჩები აქვთ დაბერილი. ზოგს უხდება, ბუნებრივად აზის, ზოგი კი მართლაც რომ პლასტიკური ოპერაციის მსხვერპლად შეიძლება ჩაითვალოს.

„მის საქართველო 2012“-სა და მშვენიერ მოდელ თამთა შედანიას ცხვირის პლასტიკა აქვს გაკეთებული. მან ოპერაციას მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოს ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტული აიღო.

აღსანიშნავია, რომ თამთას ოპერაციამდეც არ ჰქონდა ცუდი ცხვირი, თუმცა, სხვაობა შესამჩნევია.

ბოლო პერიოდში შესამჩნევია ასევე მოდელის საგრძნობლად გაზრდილი მკერდიც. ამაზე მოდელს არასდროს უსაუბრია, თუმცა სხვაობა მკითხველისთვის მოგვინდია.

ულამაზეს შორენა ბეგაშვილს ზედა ტუჩი აქვს გადიდებული და როგორც ამბობენ, ცხვირის წვერის კორექციაც გაიკეთა.

შორენა ამას არ ადასტურებს, თუმცა, არც არასოდეს უარყვია.

მოდელმა და „ვიცე მის საქართველო 2010“-მა, ნანუკა გოგიჩაიშვილმა ცხვირის პლასტიკური ოპერაცია წლების წინ, კონკურსამდე გაიკეთა.

თუმცა, ამის შესახებ კომენტარი არასოდეს გაუკეთებია.

სოფო ნიჟარაძეს, რომ ცხვირის, მკერდის და კბილების ოპერაცია აქვს გაკეთებული, ეს ყველასთვის ცნობილია.

მაგრამ იმდენად ბუნებრივად გამოიყურება, რომ ვერც კი მიხვდებოდით ინტერნეტით მისი ფოტოები რომ არ გავრცელებულიყო.

ცნობილ ქართველ მსახიობსა და ტელეწამყვანს ნანკა კალატოზიშვილს ორჯერ მოუწია ოპერაციის გაკეთება.