ზაქარია ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა

ზაქარია ქუცნაშვილმა გუშინ საზოგადოებას მომხდარის გამო ბოდიშიც მოუხადა
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა. ამის შესახებ მან თავად განაცხადა ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ.

„ყველა პოლიტიკოსი ვალდებული ვართ, პასუხისმგებლობის ტვირთით ვიცხოვროთ. მე ვაცნობიერებ ქართული საზოგადოების გაღიზიანებას. მე მზად ვარ დავტოვო დეპუტატის თავისუფალი მანდატი", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

ზაქარია ქუცნაშვილი საკუთარ თავზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საქართველოს პარლამენტში მართმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო სესიის სხდომაზე განვითარებულ პროცესებზე იღებს.

ზაქარია ქუცნაშვილმა გუშინ, საზოგადოებას მომხდარის გამო ბოდიშიც მოუხადა.

ირაკლი კობახიძე გადადგა

20 ივნისს, თბილისში ოპოზიციამ პროტესტის დიდი ტალღა მას შემდეგ ააგორა, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია.

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გამთენიისას დაშალა.

ვითარება აქციაზე, რომელიც პარლამენტთან გუშინ დაახლოებით 19:00 საათზე დაიწყო, რამდენიმე საათის განმავლობაში იძაბებოდა. აქციის მონაწილეებმა სცადეს კორდონის გარღვევა და პარლამენტში შეღწევა. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ზოგიერთი ადამიანი პოლიციის ფარითა და ხელკეტით იყო შეიარაღებული

ჟურნალისტები შსს-სთან აქციის გამართვას აანონსებენ

საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. აქციის მონაწილეებმა პოლიციას ესროლეს ქვები და ბოთლები. ორივე მხრიდან დაშავდნენ ადამიანები.

ოფიციალური მონაცემებით, რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენების დროს ჯამში 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 ამ დრომდე სხვადასხვა კლინიკებში განაგრძობს მკურნალობას. 240 დაშავებულიდან 80 სამართალდამცველია.