დადგება თუ არა კონკრეტული თანამდებობის პირის საკითხი - „ქართულ ოცნებაში“ მსჯელობენ

პარლამენტთან განვითარებული მოვლენების ირგვლივ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მსჯელობენ
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უძღვება, იუწყება პარტიის პრეს-სამსახური.

რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს ჯამში 240 ადამიანი დაშავდა

პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ოფისში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც აზერბაიჯანში ვიზიტი შეწყვიტა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები.

სხდომაზე გუშინ, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელებენ. დადგება თუ არა კონკრეტული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი, უცნობია.