ნიკა გვარამიას სკანდალური განცხადება - მელიას, ოქრუაშვილს და უგულავას დააკავებენ?

ტელეკომპანია Rustavi 2-ის დირექტორი სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს
Sputnik

აქციაზე დაკავებულ 13 პირს პატიმრობა შეეფარდა
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. გაცემულია ბრძანება გიგი უგულავას, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შესახებ, განაცხადა სამაუწყებლო კომპანია Rustavi 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინზე.

ნიკა გვარამიას თქმით, ინფორმაციას ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენლისგან ფლობს და იცის, რომ პარლამენტთან განვითარებული მოვლენების გამო, ოპოზიციის ლიდერების დაკავების ბრძანების გარდა, გამოყოფილია 20 მილიონიანი ფონდი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ, რათა მომიტინგეებს გარკვეულმა ჯგუფებმა პროვოკაციები შეუქმნან.