ყვითელი ამბები

ნანუკა გოგიჩაიშვილმა მილიონერ შეყვარებულს სიურპრიზი მოუწყო - ფოტოები სოციალური ქსელიდან

ნანუკა გოგიჩაიშვილი სიყვარულმა სიურპრიზების ხასიათზე დააყენა.
Sputnik

მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ქართველი მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავს, კულუარებში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ მოდელი ცნობილი მილიონერის კობა ნაყოფიას ვაჟზე დაქორწინებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

მოდელი ნიკა ნაყოფიას შეყვარებულია და 10 ივნისს შეყვარებულს დაბადების დღეზე სიურპრიზიც მოუწყო - სამსახურში ტორტით და ბუშტებით დაადგა, რომლის ამსახველი ფოტოც მოდელს „ინსტაგრამზე“ უდევს.

ჯერ კიდევ გასულ წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ნანუკა გამოტყდა, რომ შეყვარებულია და მისი სიყვარულის ობიექტი მზრუნველი, ოჯახზე ორიენტირებული ადამიანია.

ნიკა ნაყოფიას ოჯახი „მად­ნე­უ­ლი­სა“ და „კვარ­ცი­ტის“ აქ­ცი­ე­ბს ფლობს. სწორედ „კვარ­ცი­ტის“ კონ­სულ­ტან­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და ნიკა ნა­ყო­ფია 19 წლის ასა­კი­დან და მისი შე­მო­სა­ვა­ლი თვე­ში 220 000 ლარს შე­ად­გენ­და, რაც ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის ქვე­ყა­ნა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო შე­მო­სა­ვა­ლია.

ნი­კას ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბა პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და. მან ცო­ლად „მის სა­ქარ­თვე­ლო 2008“ ხა­თუ­ნა სხირტლა­ძე მო­იყ­ვა­ნა.

ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ წყვი­ლი ჰო­ლან­დი­ა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, მაგ­რამ ისი­ნი და­შორ­დნენ და ხა­თუ­ნა სხირტლა­ძე ახლა სხვაზეა დაქორწინებული.