სახალხო დამცველმა აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლებას მიმართა

ბოლო ინფორმაციით, პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
Sputnik

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მომიტინგეებს და ხელისუფლოებას მიმართა.

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ვითარება რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. რამდენიმე ადამიანი ჭყლეტვაში შეუძლოდ გახდა.

„შევახსენებ აქციის მონაწილეებს, რომ აქციის დროს ძალადობა ცდება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს“, – წერს ნინო ლომჯარიასაკუთარ Facebook-გვერდზე.

გახარია: როგორც კი საჭირო იქნება, გადავდგები...

ლომჯარიამ ხელისუფლებასაც მიმართა და ადეკვატური ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

„საზოგადოების პროტესტი და მღელვარება სამართლიანია, მაგრამ ძალადობა მიუღებელია! შევახსენებ აქციის მონაწილეებს, რომ აქციის დროს ძალადობა ცდება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს! მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ გადაიდგას ადეკვატური ნაბიჯები და დროულად გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები, რათა ჩაცხრეს ემოციური ფონი და თავიდან იქნეს არიდებული დაპირისპირება!“,- წერს ნინო ლომჯარია.

ოპოზიციამ პროტესტის დიდი ტალღა მას შემდეგ ააგორა, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი ამ დილით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია.

სახალხო დამცველმა აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლებას მიმართა

ბოლო ინფორმაციით, პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.