ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

მეცნიერები კოსმოსში პირველი ადამიანის დაბადებაზე ალაპარაკდნენ

მეცნიერის თქმით, მთავარია არა პატრიოტული პოპულიზმი, არამედ ადამიანზე ზრუნვა. ანუ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კოსმოსში დაბადებული ადამიანი ჯანმრთელი იყოს.
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. რუსი მეცნიერები მზად არიან, პირველებმა ჩაატარონ კოსმოსში ბავშვის დაბადების ექსპერიმენტი, განაცხადა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო-ბიოლოგიურ პრობლემათა ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ირინა ოგნევამ.

„ჩვენ გვახსოვს, რომ კოსმოსში პირველები ვიყავით. ამიტომ გვსურს, რომ პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსში დაიბადება, რუსეთის მოქალაქე იყოს“, – აღნიშნა ოგნევამ.

თუმცა, მისი თქმით, მთავარია არა პატრიოტული პოპულიზმი, არამედ ადამიანზე ზრუნვა. ანუ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კოსმოსში დაბადებული ადამიანი ჯანმრთელი იყოს. 

ნებართვის მოლოდინში: რუსი გენეტიკოსი „ქმნის“ ბავშვებს შეცვლილი დნმ-ით

ირინა ოგნევა დარწმუნებულია, რომ რუსი მეცნიერები ამ მხრივ კონკურენტუნარიანები არიან, ვინაიდან „სწორედ მათ ეკუთვნით არაერთი პრიორიტეტი ბევრ კვლევაში“.

ამასთან, მეცნიერი აღნიშნავს, რომ კოსმოსში მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება ჯერჯერობით არავის დაუსახავს მიზნად, მათ შორის, გამომდინარე ეთიკური პრინციპებიდანაც.

„მეცნიერული თვალსაზრისით კოსმოსში ნებისმიერი ძუძუმწოვრის დაბადება ისეთი ამოცანაა, რომლის გადაჭრაც შეიძლება. მორალურ-ეთიკური თვალსაზრისით კი ეს არის ექსპერიმენტი ადამიანის ემბრიონზე“, – აცხადებს რუსი სწავლული.

აღსანიშნავია, რომ ირინა ოგნევამ ვერ დააკონკრეტა, რა დრო დასჭირდება კოსმოსში ადამიანის გამრავლების ექსპერიმენტის მომზადებას.