იოსელიანი, ფარაჯანოვი: იტალიაში ქართული კინოს მეტრების ფილმებს აჩვენებენ

ბოლონიაში ქართული კინემატოგრაფის შედევრებს გაეცნობიან
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ქართული კინემატოგრაფის მეტრების - ოთარ იოსელიანის, გოდერძი ჩოხელის, სერგო ფარაჯანოვისა და ბიძინა რაჭველიშვილის სურათებს ბოლონიის კინოფესტივალზე Il Cinema Ritrovato აჩვენებენ, რომელიც იტალიაში 22-30 ივნისს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

კინოფესტივალზე საქართველოს მხრიდან წარდგენილია ფილმები: ოთარ იოსელიანის „თუჯი", ბიძინა რაჭველიშვილის „ხაბაზები", გოდერძი ჩოხელის „მეკვლე" და სერგო ფარაჯანოვის „არაბესკები ფიროსმანის თემაზე".

პარიზში მიხეილ კობახიძის ფილმებს აჩვენებენ>>

ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურმა არქივმა 2018-2019 წლებში ციფრულად აღადგინა.

„თეთრი ქარავანი“ კანის კინოფესტივალზე მიემგზავრება

ბოლონიის ფესტივალზე ქართულ კინოს წარადგენენ 27 ივნისს სექციაში Recovered & Restored. მაყურებელს ფილმებს წარუდგენს ჩვენების კურატორი, ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორის მოადგილე, კინომცოდნე ნინო ძანძავა

ქართული ფილმების გარდა სექციაში აჩვენებენ მსოფლიო კინოკლასიკას: ჟან რენუარის „ტონი", ლუის ბუნუელის „ოქროს ხანა", ფედერიკო ფელინის „ჯამბაზები", ჯონ კასავეტესის „ქმრები" და სხვა.

ბოლონიის ყოველწლიური კინოფესტივალი Il Cinema Ritrovato 1986 წელს დაფუძნდა. ფესტივალის ფარგლებში ფილმების ნახვა შესაძლებელია ბოლონიის მთავარ მოედანზე პიაცა მაჯორე, ღია ცის ქვეშ, და კინოცენტრის შიდა ეზოში Cineteca მთელი ღამის განმავლობაში.

ქართული კინო ვაშინგტონის დასაპყრობად მიემგზავრება - რომელ ქართულ ფილმებს აჩვენებენ აშშ-ში>>

კინოფორუმის პროგრამაში, ტრადიციულად, რამდენიმე ასეული ფილმია, ასევე, წარმოდგენილია კინოკონცერტები, დისკუსიები და კინოსადმი მიძღვნილი წიგნების ბაზრობა.