შიდა ტურიზმი საქართველოში: რაში ხარჯავს მოსახლეობა ფულს ქვეყნის შიგნით მოგზაურობისას

ყველაზე მეტად საქართველოს მოსახლეობა ქვეყანაში ნათესავების ან მეგობრების მოსანახულებლად მოგზაურობს.
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოში შიდა ტურისტების რაოდენობა 2019 წლის პირველ კვარტალში 11,9%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

უწყების მონაცემებით, იანვრიდან მარტის ჩათვლით პერიოდში ერთ თვეში მოგზაურობდა ქვეყნის საშუალოდ 918,4 ათასი მცხოვრები. მათ განახორციელეს 1,1 მილიონი მგზავრობა სხვა დასახლებულ პუნქტებში. აქედან ტურისტული დანიშნულება ჰქონდა 470,8 ათასს.

ტურისტული ვიზიტების რაოდენობა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ მონაცემებზე თვეში საშუალოდ 11,9%-ით მეტია.

ამასთან, პირველ კვარტალში ქვეყნის მცხოვრებლები უმეტესად სტუმრობდნენ მეგობრებსა და ნათესავებს. ასევე ხშირი იყო მგზავრობა შოპინგზე და სამკურნალოდ.

ტურისტი რეზიდენტების ვიზიტების მიზნები

თვის საშუალო მაჩვენებლები

ვიზიტის მიზანივიზიტების რაოდენობა ათასიწილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში %
ვიზიტი ნათესავებთან და მეგობრებთან606,655,1
შოპინგი142,913
მკურნალობა111,710,1
მეორე სახლში სტუმრობა84,97,7
დასვენება და გართობა62,05,6
პროფესიული საქმიანობა52,34,7
მოსალოცად წასვლა16,91,5
განათლება4,11,5
სხვა19,71,8

ამასთან, უმეტესად საქართველოს მოქალაქეები სტუმრობდნენ თბილისს, იმერეთის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებს.

მოგზაურობისას ყველაზე მეტი ფული საქართველოს მცხოვრებლებმა დახარჯეს საყიდლებზე, საჭმელ-სასმელზე და ტრანსპორტზე.

საქართველოს მცხოვრებლების, როგორც ტურისტების ხარჯები

თვის საშუალო მაჩვენებლები

ხარჯის სახეობა

ხარჯები სულ - მლნ ლარიერთი ვიზიტის ხარჯები - ლარი
საყიდლები41,237,4
საჭმელ-სასმელი25,923,5
ტრანსპორტი23,721,6
განთავსება4,54,1
გართობა2,32,1
სხვა24,121,9

შიდა ტურისტების 53,4%-ს ქალები შეადგენენ.