ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ტყის მასშტაბური ხანძრები მძვინვარებს

გავრცელებული ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში გაჩენილი ტყის 133 ხანძრიდან ჩამქრალია 36, ამ დროისათვის კვლავ იწვის ცეცხლის 97 კერა.
Sputnik

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში 130 ხანძარი მძვინვარებდა, რის შედეგადაც 44,6 ათასი ჰექტარი ტყე დაიწვა, იუწყება შორეული აღმოსავლეთის ფედერალური ოლქის სატყეო დეპარტამენტი.

„18 ივნისის 00:00 საათის მდგომარეობით, ერთ დღე-ღამეში ცეცხლით მოცული ტერიტორიის ფართობმა 44 649 ჰექტარი შეადგინა“, — ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში გაჩენილი ტყის 133 ხანძრიდან ჩამქრალია 36. ამ დროისათვის კვლავ იწვის ცეცხლის 97 კერა. აქედან 66 – იაკუტიაში, 18 – ზაბაიკალიეში, 4 – კამჩატკაზე.

გარდა ამისა, ერთიდან სამამდე კერებია დაფიქსირებული მაგადანის ოლქში, ბურიატიაში, ამურისპირეთსა და ჩუკოტკაზე.