ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

ახალი ხმოვანი დამხმარე „მარუსია“ – პროგრამა უკვე იტესტება

რუსმა პროგრამისტებმა mail.ru-სთვის ხმოვანი დამხმარე „მარუსია“ შექმნეს, რომელიც უკვე გაუშვეს სატესტო რეჟიმში.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. კომპანია Mail.ru Group-მა სატესტო რეჟიმში გაუშვა საკუთარი ხმოვანი დამხმარე „მარუსია“, რომლის შემუშავებაზე 2 მლნ დოლარი დაიხარჯა, იუწყება კომპანიის პრეს-სამსახური.

„მარუსიას“ მეტყველების სინთეზისთვის მსახიობ ელენა სოლოვიოვას ხმა შეირჩა, რომლისთვისაც ძალიან ახლოსაა ტექნოლოგიური თემა. სწორედ მან გაახმოვანა ხელოვნური ინტელექტი სერიალში „სიყვარული, სიკვდილი და რობოტები“, ტრინიტი ფილმში „მატრიცა“ და ასევე ფილმის „ადამიანები შავებში: ინტერნაციონალი“ მთავარი გმირი“, — აცხადებენ კომპანიაში.   

Mail.ru-ს წარმომადგენლები განმარტავენ, რომ „მარუსია“ ნეიროქსელების მეშვებით განაგრძობს თვითგანვითარებას. მომავალში ხმოვანი დამხმარე შესაძლოა Mail.ru Group-ის სხვა პროდუქტებსა და გვერდით სერვისებშიც ინტეგრირდეს. 

რუსული ნანონაწილაკები „სამგანზომილებიან ტომოგრაფს“ ახალ უნარებს შესძენს

კომპანია აპირებს განავითაროს „მარუსია“ მოწვეული პროგრამისტების დახმარებით.

„მარუსიას“ ტესტირებაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის დატოვება შესაძლებელია პროექტის საიტზე. ინვაითის მოთხოვნა ასევე შესაძლებელია მათგან, ვინც უკვე ტესტავს პროგრამას.

აღსანიშნავია, რომ „მარუსია“ კომპანიამ პირველად 2019 წლის 29 მარტს წარუდგინა დმიტრი მედვედევს. ხმოვანმა დამხმარემ პრემიერთან საუბარი დაიწყო ხუმრობით Подвёл итоги года, себя и коллектив. მაშინ პროგრამის ავტორებმა განმარტეს, რომ „მარუსიას“ სპეციფიკური იუმორი აქვს.