ყვითელი ამბები

სად ატარებენ თაფლობის თვეს ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი – ულამაზესი ფოტოები

ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის წყვილი სულ ცოტა ხნის წინ დაქორწინდა, თუმცა უკვე არაერთ ქვეყანაში მოგზაურობა მოახერხა.
Sputnik

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე და „მის საქართველო“ ჯანეტ ქერდიყოშვილი თაფლობის თვეს ესპანეთში მდებარე საზღვაო კურორტ პალმა-დე-მალიორკაზე ატარებენ.

გრანდიოზული ქორწილის შემდეგ, რომელიც ერთი კვირის წინ შედგა, წყვილი ჯერ დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, ახლა კი, როგორც „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, თავისუფალ დროს კუნძულზე ატარებენ.

ლონდონში ნოე სულაბერიძის საქმიან ვიზიტს წყვილმა დასვენება შეუთავსა.

ერთი კვირის წინ წყვილის გრანდიოზულმა ქორწილმა საზოგადოება აალაპარაკა. წყვილ­მა ქორ­წი­ლი რეს­ტო­რან „ბაგ­რა­ტი­ონ­ში“ გა­და­ი­ხა­და, სა­დაც უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი სახე შე­იკ­რი­ბა. 

წყვილ­მა ჯვა­რი სა­მე­ბის ტა­ძარ­ში და­ი­წე­რა. ნოეს მეჯ­ვა­რე­ე­ბი დე­ტექ­ტი­ვი გია ბე­სე­ლია, გო­გი­ტა ზაქ­რა­ძე და ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რი­ა იყვნენ, ხოლო ჯა­ნე­ტის მეჯ­ვა­რე­ე­ბი – სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბი სა­ხე­ე­ბი.

პა­ტარ­ძა­ლი რეს­ტო­რან­ში ხე­ლის მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­აზე მა­მამ მი­იყ­ვა­ნა.

ნოე სულაბერიძისთვის ეს მესამე ქორწინებაა, ჯანეტისთვის - პირველი. ნოე ორი შვილის მამაა. მისი მეორე მეუღლე ცნობილი წამყვანი, Rustavi 2-ის სახე ეკა სამხარაძე იყო. მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ.

წყვილი აპრილში მოულოდნელად და­ი­ნიშ­ნა. ქორწინებას წინ უძღოდა წინასაქორწინო წვეულება, რომელიც 6 ივ­ნისს ჯა­ნეტ­მა სას­ტუმ­რო „სტამ­ბა­ში“ მო­ა­წყო.

ჯანეტ ქერდიყოშვილმა ბავშვობა რუსეთში გაატარა, სკოლის დასრულების შემდეგ კი სასწავლებლად საქართველოში ჩამოვიდა. თსუ-ს დამთავრების შემდეგ საქართველოდან იტალიაში გაემგზავრა, სადაც დიზაინის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.