თბილისში 11 წლის ბავშვი სახურავიდან გადმოვარდა

ბავშვი სახლის სახურავზე სხვა ბავშვებთან ერთად სათამაშოდ იყო ასული
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 11 წლის გოგონა ერთ–ერთი სახლის სახურავიდან გადმოვარდა და დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საბურთალოზე მეცხრეკლასელი გოგონა მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა

ბავშვი სახლის სახურავზე სხვა ბავშვებთან ერთად სათამაშოდ იყო ასული. სახურავიდან ჩამოვარდნილი ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.