კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 17–23 ივნისის პერიოდში

ამ კვირაში ვარსკვლავები და პლანეტები იმგვარად განლაგდებიან, რომ მეექვსე გრძნობას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება. ენდეთ ინტუიციას, ის არ დაგაღალატებთ
Sputnik

ამ კვირაში – 17–23 ივნისს ინტუიცია განსაკუთრებით გამძაფრებული იქნება სიყვარულისა და თვითრეალიზების სფეროებში. დაეყრდენით გამოცდილებას, ცოდნას, მაგრამ არ დაივიწყოთ გულის ძახილი, ალღო, რომელიც ამ კვირაში არ გიმტყუნებთ.

სავსემთვარეობა 17 ივნისს: როგორ იმოქმედებს, როგორ ვიმოქმედოთ

ვარსკვლავები განწყობას მუდმივად იცვლიან, ამიტომ მნიშვნელოვანია ასტროლოგების რჩევების გათვალისწინება. ეს დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში, მის შენარჩუნებასა და ამ წარმატების გაზრდაში.

ამ კვირის მნიშვნელოვანი მოვლენა სავსემთვარეობაა, რომელიც 17 ივნისს დადგება. სავსემთვარეობა, ხშირად თვის ყველაზე საშიში დღეა, მაგრამ ამ თვეში ის დიდ პრობლემებს არ მოიტანს.

სავსემთვარეობა მშვილდოსნის ნიშანში მოხდება. ასტროლოგები გვირჩევენ, შევიცვალოთ გარემო. ორშაბათი მოვლენებით საკმაოდ დატვირთული დღე იქნება, როდესაც დიდი მნიშვნელობა ექნება გულმოდგინე მუშაობას. ხელსაყრელი დრო დადგება ფინანსური აქტიურობის თვალსაზრისით.