მამუკა ბახტაძე: დავით სერგეენკო იყო, არის და იქნება გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი

სავარაუდო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე უარყო ინფორმაცია, თითქოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შეცვლა იგეგმება. 

სერგეენკო თანამდებობას ტოვებს – მასმედია

პრემიერის განცხადებით, დავით სერგეენკო იყო, არის და იქნება საქართველოს მთავრობის ერთგული და წარმატებული წევრი.

„მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. გუნდში განახლება და ახალი სისხლის მიღება ჩვენ განვაცხადეთ, რომ არის ჩვენი პრიორიტეტი“, – ასე უპასუხა მამუკა ბახტაძემ დავით სერგეენკოს გადადგომასთან დაკავშირებით კითხვას.

დავით სერგეენკომ თვითმფრინავის ბორტზე ირანელი ქალი გადაარჩინა >>>

დღეს ქართულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას დატოვებდა კანცელარიაში გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ და მინისტრის რანგში უკანასკნელად შეხვდებოდა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, რომელიც აშშ-დან ახლახან დაბრუნდა.

ტელეკომპანია Rustavi 2-მა დავით სერგეენკოს შემცვლელიც დაასახელა – საჩხერის კლინიკის დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე.

სერგეენკომ ჯანდაცვის სისტემის ძირითადი გამოწვევები დაასახელა

დავით სერგეენკო საქართველოს მთავრობაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რეინტინგული მინისტრია. მიმდინარე წლის მაისში აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევაში სერგეენკო და თბილისის მერი კახა კალაძე ლიდერის პოზიციებს ინაწილებდნენ. რესპონდენტების 40% მათ მიმართ დადებითად არის განწყობილი. ნეგატიური დამოკიდებულება სერგეენკოს მიმართ აქვს 12%-ს, ხოლო კალაძის მიმართ – 18%-ს.