ხანძარი წნორში - დაიწვა 30 ტონამდე მარცვლეული

ცეცხლი ინდოელების საკუთრებაში არსებულ სასაწყობე მეურნეობას გაუჩნდა
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ წნორში ხანძარია, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

ტყიბულში ტყე იწვის

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ცეცხლი ინდოელების საკუთრებაში არსებულ სასაწყობე მეურნეობას გაუჩნდა, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილი ყოფილი წისქვილკომბინატის შენობაში მდებარეობს. საწყობს ფერმერები მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის ტექნიკის შესანახად იყენებდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, განადგურდა 30 ტონამდე მარცვლეული. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე, სახანძრო-სამაშველო ბრიგადებთან ერთად, მობილიზებულია პოლიცია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.