საქართველოს ხელბურთის ნაკრებმა თბილისში საერთაშორისო ტურნირი მოიგო

ქართველმა ხელბურთელებმა ფინალში კუბელებს მოუგეს
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელბურთის ნაკრები თბილისში IHF ახალგაზრდა სახელმწიფოთა ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ფინალში ნიკოლ მაქსიმოვიჩისა და ბექარ ორჯონიკიძის შეგირდებმა კუბის ნაკრებს ანგარიშით 31:21 მოუგეს. გამარჯვებულთა შემადგენლობაში, ასევე ბოლო მატჩების ყველაზე შედეგიანი მოთამაშე აღმოჩნდა გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც მეტოქის კარში რვა ბურთი გაიტანა. ექვს-ექვსი ზუსტი დარტყმა განახორციელეს ხაზეინ რუსტამოვმა და ირაკლი არსენაშვილმა.

მსოფლიო ჩემპიონატი ხელბურთში თბილისში საფრანგეთის ნაკრებმა მოიგო

აღსანიშნავია, რომ შინაურ ტურნირზე საქართველომ დაუმარცხებლად იასპარეზა და ყველა შეხვედრა მოგებით დაასრულა.

ჩვენმა გუნდმა აჩვენა საუკეთესო შედეგი ტურნირზე მოასპარეზე ექვს ევროპულ ნაკრებებს შორის. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი რაუნდის პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

IHF ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა ბულგარეთის ნაკრები, რომელმაც დიდი ბრიტანეთი ანგარიშით 47:31 გაანადგურა.

ახალგაზრდა სახელმწიფოთა ტურნირი IHF ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მესამედ იმართება. მსგავსი ჩემპიონატების მიზანია ხელბურთის განვითარება და პოპულარიზაცია ისეთ ქვეყნებში, სადაც სპორტის ეს სახეობა ფართოდ არ არის გავრცელებული.