„გაიცანი ქართული“: რა დახვდებათ სტუმრებს მთაწმინდის პარკში გამართულ ფესტივალზე

ფესტივალს მუსიკალურად აფორმებს ხრიდოლის ფედერაციასთან არსებული ხალხური სიმღერების ანსამბლი „იბერია“
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. მთაწმინდის პარკში XX საუკუნის გამოჩენილ მეწარმეთა სახელობის ფესტივალების სერია „გაიცანი ქართული“ დაიწყო, ნათქვამია ღონისძიების ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„თბილისის ცის ქვეშ“ : თბილისის სხვადასხვა უბანში გასართობი ფესტივალი გაიმართება

ფესტივალი მეწარმეთა კავშირის ორგანიზებით მიმდინარეობს.

მთავარ მოედანზე მიმდინარეობს საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, ტკბილეულის, ტექსტილის, ხელნაკეთი აქსესუარებისა და საქართველოში დამზადებული სხვადასხვა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალს მუსიკალურად აფორმებს ხრიდოლის ფედერაციასთან არსებული ხალხური სიმღერების ანსამბლი „იბერია“.